გიორგი შერმადინმა "რეალს" 5 ქულა ჩაუგდო და "უნიკახა" 5 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში გიორგი შერმადინის "უნიკახა" მადრიდში ბოლომდე გაუძალიანდა "რეალს", სამი მეოთხედის შემდეგ უგებდა კიდეც, მაგრამ ბოლოს გატყდა და დამარცხდა 84:89.

გიორგი მწვრთნელმა ხოან პლაცამ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და ის 27:47 წუთში 5 ქულით შეეწია თავის გუნდს. მან 7-დან ოდენ 1 ორქულიანი და 4 საჯარიმოდან 3 ჩააგდო, 7-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

18 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ბლანკოსელი ფაკუნდო კამპასო გახ
და, ხოლო მალაგური გუნდიდან კარლოს სუარესი (17). მარგი ქმედების კოეფიციენტითაც (33) საუკეთესო კამპაზო იყო და შეხვედრის MVP გახდა.

"რეალი" ნახევარფინალში "ტენერიფეს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული