ტურნირი ლეგენდარული სერბი კალათბურთელი, რაივიო კორაჩის სახელობისაა და მის მეოთხედფინალში ბიმაქსელებმა "დინამიკი" ქართელი ცენტრის ლიდერობით 94:79 დაამარცხეს.
18 წლის ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:37 წუთში 17 ქულა, 11 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.
გოგამ 10-დან 6 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 9-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 31
"მეგა ბიმაქსი" თასის ნახევარფინალში ბელგრადის "პარტიზანს" 17 თებერვალს დაუპირისპირდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით