გოგა ბითაძის "დინამიკთან" 17 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა

AutoSharing Option
ევროპის უმეტეს ქვეყანაში სათასო ფანჯარაა და გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსიც" სერბეთის გათამაშებაშია ჩაბმული.

ტურნირი ლეგენდარული სერბი კალათბურთელი, რაივიო კორაჩის სახელობისაა და მის მეოთხედფინალში ბიმაქსელებმა "დინამიკი" ქართელი ცენტრის ლიდერობით 94:79 დაამარცხეს.

18 წლის ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:37 წუთში 17 ქულა, 11 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა.

გოგამ 10-დან 6 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 9-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის ინდექსმა 31
შეადგინა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

"მეგა ბიმაქსი" თასის ნახევარფინალში ბელგრადის "პარტიზანს" 17 თებერვალს დაუპირისპირდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული