გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსი” სერბეთის თასის ფინალში ვერ გავიდა

AutoSharing Option
გოგა ბითაძის “მეგა ბიმაქსი” სერბეთის თასის გათამაშების ნახევარფინალში დამარცხდა. მეოთხედფინალში “დინამიტის” ძლევის შემდეგ ბიმაქსელები ერთ-ერთ სერბულ გრანდ “პარტიზანს” შეხვდნენ და 10 ქულის სხვაობით – 79:89 დამარცხდნენ.

18 წლის ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29:53 წუთი გაატარა. ბითაძემ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. საბოლოოდ მის ანგარიშზე 6 ქულა, თანაგუნდელთაგან უმეტესი 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. სარგებლიანობის ინდექსით, რამაც 13 ერთეული შეადგინა, ბითაძე თანაგუნდელთაგან მხოლოდ ვლადკო ჩანჩარს (22) და ნიკოლა რებიჩს (18) ჩამორჩა.

მომზადებულია
gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოგას მასა და ცივსისხლიანობა აკლია.როგორც ვატყობ,შრომა არ ეზარება,ამ ორ ნაკლს კი ასაკთან ერთად გამოასწორებს და შემდეგ ყველაფერი წესრიგში იქნება.
სოსო
18:44 18-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული