"გოლდენ სტეიტმა" მოიგო, ფაჩულია კვლავ სათადარიგო იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა". "უორიორსმა" საშინაო მატჩში "ოკლაჰომას" აჯობა ანგარიშით - 112:80. მასპინძელთა ქართველი ცენტრი კვლავ სათადარიგოთა შორის გახლდათ.

ფაჩულიას მხოლოდ 18:29 წუთი მიეცა, რა დროშიც მან 4 ქულის, 6 მოხსნის, 2 შედეგიანი გადაცემისა და 1 დაფარების მოგროვება შეძლო. საინტერესოა, რომ ქართველმა, All Star-ის შემდეგ ზედიზედ მეორე შეხვედრა სათადარიგოებში დაიწყო.

მატჩის ყველა შედეგიანი კალათბურთელი კევინ დურანტი იყო, რომელმაც 28 ქულა მოაგროვა. "გოლდენ სტეიტს" 46 მოგება და 14 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგაში "ჰიუსტონის"
შემდეგ მეორე ადგილზეა. შემდეგ მატჩს ოკლენდური გუნდი 27 თბერვალს ნიუ იორკში "ნიკსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ცუდია რომ სასტარტოში აღარ აყენებენ,მაგრამ 18,29 წუთი სათამაშო დრო მაშინ არასდროს ეძლეოდა და რატომ სწერთ მხოლოდო,გაუგებარია.
სოსო
11:43 25-02-2018
0
ვესტბრუქთან რა უნდოდა?! ჯერ ისე საშინელი პრესა აქვს,ირვინგიც გამოეხმაურა მაგ მომენტს, ოხ ზაზა ზაზა
Chaachi
12:27 25-02-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული