ზაზა ფაჩულიას 7 ქულა და "გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "ნიუ იორკთან" [VIDEO]

AutoSharing Option
27 თებერვალს "გოლდენ სტეიტ უორიორსმა", რომლის ღირსებასაც ზაზა ფაჩულია იცავს, მორიგი მატჩი ნიუ-იორკში მოიგო.

ოკლენდურმა გუნდმა "მედისონ სკვერ გარდენში" "ნიქსი" ანგარიშით 125:111 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და ისევე, როგორც ძირითადმა ცენტრმა ჯავალ მაკგიმ, მოედანზე 15 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი და 4-და 3 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში მას 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დაუგროვდა. იმავე დროში ოკლენდელთა ახალგამომცხვარმა ძირითადმა ცენტრმა 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

  • ზაზა ფაჩულიას 7 ქულა და
    საუკეთესო მომენტები ნიქსთან

ეს გახლდათ ზედიზედ მესამე შეხვედრა, როცა ფაჩულია მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. მანამდე "გოლდენ სტეიტში" გამართულ ყველა შეხვედრაში ქართველი ცენტრი სასტარტო გახლდათ.

რაც შეეხებათ "ნიუ იორკთან" გამარჯვების შემოქმედებს - კლეი ტომპსონმა 26, კევინ დურანტმა – 22, ხოლო სტეფ კარიმ 21 ქულა მიითვალეს.

  • ნიუ იორკი - გოლდენ სტეიტი 111:125

გაიმარჯვა ოკლენდელთა კონკურენტმა "ჰიუსტონმაც" და ცხრილში სტატუს-კვო შენარჩუნდა: "გოლდენ სტეიტი" მცირედით ჩამორჩება ლიგის ლიდერ "ჰიუსტონს". მორიგ მატჩს "გოლდენ სტეიტი" 1-ელ მარტს, ვაშინგტონში "ვაშინგტონ უიზარდსთან" ჩვენი დროით 05:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

საკრამენტო-მინესოტა 100:118
იუტა-ჰიუსტონი 85:96
დალასი-ინდიანა 109:103
ნიუ ორლეანი-ფინიქსი 125:116
ოკლაჰომა-ორლანდო 112:105
ატლანტა-ლეიკერსი 104:123
ბოსტონი-მემფისი 109:98
ბრუკლინი-ჩიკაგო 104:87
ტორონტო-დეტროიტი 123:94

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული