7 მარტს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ბრუკლინს" უმასპინძლა და ანგარიშით 114:101 დაამარცხა. მატჩში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია ზაზა ფაჩულიას.
თამაშის დასრულების შემდეგ ამერიკულმა საიტმა Mercurynews.com-მა ქართველი ცენტრის კომენტარი გამოაქვეყნა.
ფაჩულიას უთამაშებლობის შესახებ დაეკითხნენ.
"შენ გიწევს, ამას გაუმკლავდე. თუ ამას ვერ გაუმკლავდები, არაფერი შეიცვლება, გარდა იმისა, რომ წასვლა მოგიწევს და შენს ადგილზე სხვა მოვა.
ამიტომ ვცდილობ, შევეგუეო ყველაფერს და ვაკონტროლო ყველაფერი, რისი კონტროლიც შეიძლება.
რთულია, გუნდში მერყევი როლი გქონდეს და ასევე რთულია, ასეთ სიტუაციებს გაუმკლავდე", - აღნიშნა ფაჩულიამ.
15:49 07-03-2018
ზაზა ფაჩულია უთამაშებლობაზე: რთულია, ასეთ სიტუაციებს გაუმკლავდე
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
შეცვალეს, დაცვაში ვერ თამაშობს და ათლეტური არაა, მარტო სქრინებით კი ფონს ვერ გადიოდნენ...