ქართველი კალათბურთელი, რომელიც გუნდში ყველაზე ახალგაზრდათა კატეგორიას - "ფრეშმენს" განეკუთვნება, სათადარიგო იყო და მოედანზე 12 წუთით გამოჩნდა. მამუკელაშვილს მეტოქის ფარისთვის არ შეუტევია და შეხვედრა 2 მოხსნით და 1 პასით დაასრულა. სანდრო მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა და ფიცარნაგზე იმ მომენტში იმყოფებოდა, როცა "მეკობრეთა" გამარჯვების საკითხი წყდებოდა.
გამარჯვებულებს 26 ქულით ხადინ კარინგტონმა
"სეტონ ჰოლი" შუა დასავლეთში მე-8 ნომრად არის განთესილი, ხოლო მისი პირველი მეტოქე "ჩრდილო კაროლაინა" მე-9 გახლდათ. "მარტის სიგიჟის" ოთხთა ფინალში თითო რეგიონის თითო გამარჯვებული გავა. ანუ გუნდმა 4 მატჩი უნდა მოიგოს, რეგიონში რომ იპირველოს და ოთხთა ფინალში გავიდეს.
"კანზასისა" და "სეტონ ჰოლის" 1/32-ფინალური მატჩი ქალაქ ვიჩიტას "ინთრასთ ბანკ არენაში" 17 მარტს გაიმართება.
მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით