მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" კრასნოდარში 17 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროთასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მანუჩარ მარკოიშვილი "რეჯიო ემილია" კრასნოდარში "ლოკომოტივ - კუბანთან" განადგურდა (65:82).

სტუმრებმა ლიდერის ამადეო დელა ვალეს გარეშე ითამაშეს და წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს მასპინძლებს, რომლის უპირატესობა ყველა სათამაშო კომპონენტში იგრძნობოდა - მათ დაჯაბნეს მეტოქე ფარქვეშ, პერიმეტრიდან სროლებში, დაცვაშიც უკეთ გაისარჯნენ და ა.შ.

ისე, რუსული პრესა ამტკიცებდა, რომ კრასნოდარელებს უკეთესი გუნდი ჰყავთ და უპრობლემოდ სძლევდნენ "რეჯიო ემილიას" და ამ შეხვედრიდან გამომდინარე, ეს პროგნოზი მართლდება. ყუბანელებმა ამ ტურნირზე ზედიზედ 19 შეხვედრაში იმარჯვეს.

შეგახსენებთ, ნახევარფინალში გამარჯვებისათვის ორი შეხვედრის მოგებაა საჭირო და
თუ "რეჯიო ემილიამ" 23 მარტს სახლში დაამარცხა "ლოკო", მესამე მატჩი კრასნოდარში გაიმართება.

მარკოიშვილმა 20:44 წუთში 3 ქულა ჩააგდო (1-დან 0 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი), ერთხელ მოხსნა და ერთხელ დაკარგა ბურთი, 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3 პერსონალური მიიღო.
თა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული