22:36 20-03-2018
მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" კრასნოდარში 17 ქულით დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
სტუმრებმა ლიდერის ამადეო დელა ვალეს გარეშე ითამაშეს და წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს მასპინძლებს, რომლის უპირატესობა ყველა სათამაშო კომპონენტში იგრძნობოდა - მათ დაჯაბნეს მეტოქე ფარქვეშ, პერიმეტრიდან სროლებში, დაცვაშიც უკეთ გაისარჯნენ და ა.შ.
ისე, რუსული პრესა ამტკიცებდა, რომ კრასნოდარელებს უკეთესი გუნდი ჰყავთ და უპრობლემოდ სძლევდნენ "რეჯიო ემილიას" და ამ შეხვედრიდან გამომდინარე, ეს პროგნოზი მართლდება. ყუბანელებმა ამ ტურნირზე ზედიზედ 19 შეხვედრაში იმარჯვეს.
შეგახსენებთ, ნახევარფინალში გამარჯვებისათვის ორი შეხვედრის მოგებაა საჭირო და თუ "რეჯიო ემილიამ" 23 მარტს სახლში დაამარცხა "ლოკო", მესამე მატჩი კრასნოდარში გაიმართება.
მარკოიშვილმა 20:44 წუთში 3 ქულა ჩააგდო (1-დან 0 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი), ერთხელ მოხსნა და ერთხელ დაკარგა ბურთი, 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3 პერსონალური მიიღო.
თა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული