მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" "ლოკომოტივთან" დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" კრასნოდარის "ლოკომოტივ - კუბანთან" ევროთასის მეორე ნახევარფინალურ მატჩშიც დამარცხდა (ამჯერად სახლში 69:79) და გათამაშებას გამოეთიშა.

როგორც წინა შეხვედრის შემდეგ აღვნიშნეთ, იტალიური კლუბი მეტოქეზე დაბალი კლასისაა და მარცხისათვის განწირული იყო. მას ვერც ამადეო დელა ვალეს დაბრუნებამ უშველა, რომელმაც პირველი მატჩი გამოტოვა.

მანუჩარმა 26:35 წუთში 10 ქულა ჩააგდო (2-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი), 3-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 4 პერსონალური მიიღო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული