10:31 28-03-2018
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" ზედიზედ მეორედ დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 11:51 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ბლოკი მოაგროვა, ხოლო ბურთი 3-ჯერ დაკარგა.
ლიდერების გარეშე მყოფ "უორიორსში" ყველაზე მეტი, 12 ქულა ნიკ იანგმა ჩააგდო.
შეხვედრაში ყველაზე მეტი კი ვიქტორ ოვლადიპომ ჩააგდო, რომელმაც თავის გუნდს 24 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მოუტანა.
ეს ოკლენდელების ზედიზედ მე-2 მარცხია, ხოლო რეგულარულში - მე-20 წაგება. ამის მიუხედავად, "გოლდენ სტეიტს" უკვე განაღდებული აქვს პლეი-ოფში თამაში.
მოდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 30 მარტს, შინ "მილუოკისთან", ჩვენი დროით 06:30 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ლეიკერსი-მილუოკი 105:98
საკრამენტო-დალასი 97:103
ჰიუსტონი-ჩიკაგო 118:86
მაიამი-კლივლენდი 98:79
ნიუ ორლეანი-პორტლენდი 103:107
ტორონტო-დენვერი 114:110
ვაშინგტონი-სან ანტონიო 116:106
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული