უდიდესი აღიარება! - თორნიკე შენგელია ევროლიგის მარტის MVP გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ და მძლავრ საკლუბო ტურნირ ევროლიგაში თორნიკე შენგელია თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ესპანური "ბასკონიას" კაპიტანს ევროლიგის მარტის MVP-ის ტიტული მიანიჭეს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ამ ტურნირში ქართველი კალათბურთელებისთვის.

შენგელიას ლიდერობით, "ბასკონიამ" ევროლიგაში მარტში გამართული ექვსივე შეხვედრა მოიგო და მანამდე ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფმა, პლეი-ოფის საგზური გაინაღდა. ამ მატჩებში გამოირჩეოდა ქართველი ფორვარდი, რომლის სტაბილურობამ ბასკონიელთა წარმატება განაპირობა.

ამ შეხვედრებში შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი (სარგებლიანობის ინდექსი) საშუალოდ 17-ს შეადგენდა, რაც საუკეთესო შედეგია.
ამასთან ერთად - ქართველი ფორვარდი ევროლიგის 29 ტურის შედეგებით ამ მაჩვენებლით მეოთხეა მთელ ევროლიგაში (დონჩიჩის, შვედის და დეკოლოს შემდეგ), ხოლო მოხსნებში მხოლოდ მალაგელ ჯეიმს ოგასტინს ჩამორჩება.

თორნიკე შენგელია ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ მიმდინარე სეზონში ორჯერ დასახელდა. აქედან მეორე ტიტული მან პირველ მარტს, "ხიმკისთან" 87:77 მოგებულ მატჩში ასპარეზობისთვის დაიმსახურა.

შენგელიას მარტის თვის საშუალო მონაგარი ასე გამოიყურება: 10.8 ქულა, 6.6 მოხსნა და 2.8 პასი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი სროლებს უდიდესი სიზუსტით ესროდა: 60.0 პროცენტით ორქულიანებს და 66.7 პროცენტით - სამქულიანებს.

ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, 30-ე ტურში შენგელიას "ბასკონია" თურქულ "ეფესს" შეხვდება.

თორნიკე შენგელია ევროლიგის პლეი ოფში გავიდა [VIDEO]
შენგელიამ სტუმრად "ბარსელონას" 12 ქულა ჩაუგდო და "ბასკონიამ" გაიმარჯვა [VIDEO]
შენგელიამ ევროლიგაზე 1 000-ქულიანი ზღვარი გადალახა და ბამბერგთან" 100%-იანი სიზუსტე გამოავლინა [VIDEO]

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ თოკო!უძლიერესი ხარ!
0
ბედნიერებაა, როცა ასეთი კალათბურთელი შენი თანამემამულეა!
ბბბ
20:05 02-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული