
აღსანიშნავია, რომ ტრავმამორჩენილმა თორნიკემ ტურნირზე 1 000-ქულიანი ზღვარი გადალახა, ამ შეხვედრაში კი 12:08 წუთში მისმა ყველა ნატყორცნმა ბურთმა მიზანს უწია - 11 ქულა ჩააგდო (2-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), ერთხელ მოხსნა, ორჯერ ჩაჭრა, ორჯერ დაკარგა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 1 პერსონალური მიიღო და
მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18 იყო.
მეტსაც მიაღწევდა ამ მატჩში, მაგრამ გამარჯვებულის ვინაობა ადრევე გაირკვა და მწვრთნელმა არ დატვირთა.
ამ მატჩის შემდეგ "ბასკონია" 14 ქულით მე-8 ადგილზეა, უახლოეს მდევარს, თელ-ავივის "მაკაბის", რომელიც გუშინ სტამბულში "ფენერბახჩესთან" დამარცხდა, 1 ქულით უსწრებს და 24 მარტს გასვლაზე "ბარსელონას" ხვდება.