მოქმედმა ჩემპიონმა "პეიზერსთან" სტუმრად 106:126 წააგო. ოკლენდელების ვარსკვლავურ გუნდს მხოლოდ სტეფ კარი აკლდა, თუმცა კევინ დურანტმა, კლეი ტომპსონმა, დრეიმონდ გრინმა და მათმა დამხმარეებმა ინდიანაპოლისში ვერაფერი გააწყვეს.
ქართველ ცენტრს სასტარტო ხუთეულში არ უთამაშია. ფაჩულია სათადარიგო იყო და მოედანზე 7 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 5 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. ზაზამ 1-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ჯაველ მაკგიმ, რომელიც ოკლენდელთა სასტარტო ცენტრი გახლდათ, 12 წუთში 6
57 მოგებითა და 22 მარცხით "გოლდენ სტეიტს" რეგულარული ჩემპიონატის მოგების შანსი დაკარგული აქვს. დარჩენილ 3 მატჩში ოკლენდელებს მეორე ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევთ მდევარ "ტორონტოსთან". შემდეგი შეხვედრა ფაჩულიას გუნდს 8 აპრილს, შინ "ნიუ ორლეანთან" ელის.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
დენვერი-მინესოტა 100:96
იუტა-ლეიკერსი 117:95
კლივლენდი-ვაშინგტონი 119:115
ჰიუსტონი-პორტლენდი 96:94
მილუოკი-ბრუკლინი 111:119
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
თუმცა, მეორეს მხრივ, ფლეიოფამდე დარჩენილ მატჩებს გოლდენ სტეიტისათვის მხოლოდ საწვრთნელი მნიშვნელობაღა თუ აქვს, ვინაიდან გუნდის მეორე ადგილზე გასვლა გადაწყვეტილი საკითხია. ახლა მთავარია, მოუარონ მოთამაშეებს, რომ ტრავმები არ მიიღონ.