11:52 11-04-2018
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "იუტასთან" 40-ქულიანი სხვაობით განადგურდა [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 13 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 4 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ფაჩულიამ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
სასტარტოში იყვნენ ასევე კევინ დურანტი, კლეი ტომპსონი და დრეიმონდ გრინი, მაგრამ თავიანთ გუნდს სათანადო დახმარება ვერ გაუწიეს. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 23 ქულა ტომპსონმა ჩააგდო.
მართალია, "უორიორსმა" უკვე გაინაღდა პლეი-ოფი, თუმცა ასეთი მარცხი მაინც მტკივნეულია. ოკლენდელებმა რეგულარული ჩემპიონატი 58 მოგებითა და 24 მარცხით დაასრულეს.
ზაზა ფაჩულიას გუნდის მეტოქის ვინაობა პლეი-ოფში 12 აპრილს გაირკვევა.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ლეიკერსი-ჰიუსტონი 99:105
დალასი-ფინიქსი 97:124
ვაშინგტონი-ბოსტონი 113:101
ატლანტა-ფილადელფია 113:121
ინდიანა-შარლოტი 93:119
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული