მარკოიშვილის 7 ქულა "ვარეზესთან" წაგებულ მატჩში

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" გასვლაზე დამარცხდა "ვარეზესთან" 73:80.

სამი მეოთხედის შემდეგ ემილიელიბი 4 ქულით იგებდნენ, მაგრამ ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა იძალეს და გაიმარჯვეს.

მანუჩარმა 34 წუთში 7 ქულა ჩააგდო (7-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 3 პერსონალური მიიღო.

მის გუნდს 10 მოგება აქვს და საპლეიოფო ზონას 3 გამარჯვებით ჩამორჩება, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და პლეი-ოფში გასვლის მინიმალური შანსი გააჩნია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული