გიორგი შერმადინი უახლოეს მომავალში დაბრუნდება

AutoSharing Option
Laopiniondemalaga.es-ის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და "უნიკახას" კალათბურთელის, გიორგი შერმადინის რეაბილიტაციის პერიოდი კარგად მიმდინარეობს.

ქართველი, სავარაუდოდ, გუნდთან ერთად ვარჯიშს 22 აპრილს დაიწყებს.

თუ ყველაფერი კარგად წავიდა, შერმადინი 29 აპრილს "ბილბაოს" წინააღმდეგაც ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ტრავმა მარტის დასაწყისში მიიღო და მას შემდეგ უქმობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული