მანუჩარ მარკოიშვილმა "ფიატს" შვიდიდან შვიდივე სამქულიანი ჩაუგდო

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის დასკვნით მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" საკუთარ მოედანზე 89:82 დაამარცხა ტურინის "ფიატი".

დიდებულად გაისარჯა მანუჩარი, რომელმაც 30 წუთში 24 ქულა ჩააგდო (2-დან 1 ორქულიანი, 7-დან 7 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მარკოიშვილზე მეტი ქულა მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა ჯალენ რეინოლდსმა ჩააგდო (29).

"რეჯიო ემილია" ქვეყნის პირველობის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 12 მოგებით მე-12 ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 2 მოგება აშორებს და შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული