გოგა ბითაძემ "მლადოსტს" 19 ქულა ჩაუგდო და ბურთი 15-ჯერ მოხსნა!

AutoSharing Option
სერბეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსი" საკუთარ მოედანზე 90:92 დამარცხდა "მლადოსტთან".

გოგამ, რომელმაც პირველ ტურში "ტამისს" 16 ქულა ჩაუგდო და მეორე ტურში "ცრვენა ზვეზდასაც" ამდენივე, ამჯერად თამასას აუწია და 26:12 წუთში 19 ქულა მიითვალა, ამას გარდა 15-ჯერ მოხსნა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 6-ჯერ დაუფარა მეტოქეს, ერთხელ მას დაუფარეს, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 4 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 იყო.

ბითაძე ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და მატჩის MVP გახდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სერიოზული სტატისკაა.. ცოტა აკულატურობად დახვეწავს ფოლების მხრივ და ძაან დაიხვეწება!
Chaachi
13:08 25-04-2018
1
ჩინებული შედეგია,მაგრამ აქედან ყველაზე ფასეული ჩემთვის,6 დაფარებაა.
სოსო
11:53 25-04-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული