გოგამ, რომელმაც პირველ ტურში "ტამისს" 16 ქულა ჩაუგდო და მეორე ტურში "ცრვენა ზვეზდასაც" ამდენივე, ამჯერად თამასას აუწია და 26:12 წუთში 19 ქულა მიითვალა, ამას გარდა 15-ჯერ მოხსნა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 6-ჯერ დაუფარა მეტოქეს, ერთხელ მას დაუფარეს, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 4 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 31 იყო.
ბითაძე ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და მატჩის MVP გახდა.