დიდი პაუზა დასრულდა: ბექა ბურჯანაძემ ვარჯიში დაიწყო!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ანდორას" კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ ვარჯიში დაიწყო.

24 წლის კალათბურთელს უკვე 1 წელზე მეტია არ უთამაშია.

Sportall.ge ბურჯანაძეს დაუკავშირდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაეკითხა.

"უფლის წყალობით, გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის. რეაბილიტაცია გაიწელა, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ.

პარასკევს ინდივიდუალურად ვარჯიში დავიწყე და ვნახოთ, ამას როგორი შედეგი მოჰყვება.

ჯერჯერობით არ ვიცი, თუ როდის შევძლებ თამაშს. იმედია, სეზონის ბოლოს შევძლებ დაბრუნებას, მაგრამ ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით.

"ანდორასთან" კონტრაქტი 2019 წლამდე მაქვს და მომავალ სეზონშიც ამ გუნდში ვიქნები", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

▶ ბექა ბურჯანაძე: მაშინ 15 წლის ვიყავი, თანხას თბილისში ოჯახს ვუგზავნიდი

▶ ბურჯანაძე და პორზინგსი - რა აკავშირებთ კალათბურთელებს ერთმანეთთან?


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული