თორნიკე შენგელიამ "ბილბაოს" 10 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სტუმრად 78:74 დაამარცხა "ბილბაო".

თორნიკემ 25:49 წუთში 10 ქულა ჩააგდო (6-დან 3 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო) და 4-ჯერ მოხსნა ბურთი.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 18 ქულით ბილბაოელი ჯონათან ტაბუ იყო, ხოლო "ბასკონიადან" ყველაზე მეტი, 15 ქულა ვენსან პურიემ ჩააგდო. ის მატჩის MVP გახდა.

"ბასკონია" 23 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზოგჯერ ციფრები ყველაფერს არ ასახავენ. ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე მოხსნა ბურთი საკუთარ ფარზე რითაც აიძულა მეტოქე დაჯარიმებულიყო, რის შემდეგაც ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა და უკანასკნელი იმედიც მოუსპო ბილბაოს, თამაშის გადარჩენისა. თოკომ თამაშის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა
dudu
14:56 14-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული