"გოლდენ სტეიტი" კონფერენციის ფინალში დაწინაურდა, ფაჩულიამ 3 წუთი ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენციის ფინალში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" ჰიუსტონთან" 2:1 დაწინაურდა.

"უორიორსმა" საკუთარ Oracle Arena-ზე, გუნდების დაპირისპირების მესამე შეხვედრაში, მეტოქე ანგარიშით 126:85 გაანადგურა.

მასპინძელთა ქართველი ცენტრი სათადარიგოთა შორის გახლდათ და მხოლოდ 3 წუთი დაეთმო, რა დროშიც არცერთი ქულა არ ჩაუგდია.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კი 35 ქულით სტეფ კარი გახდა, "ჰიუსტონიდან" ჯეიმს ჰარდენი კი 20 ქულით გამოირჩა.

გუნდების მორიგი მატჩი 23 მაისს, კვლავ "გოლდენ სტეიტის" პარკეტზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული