თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ერთმანეთს მეოთხედფინალში შეხვდებიან

AutoSharing Option
დასრულდა ესპანეთის რეგულარული ჩემპიონატი და ქართველების გუნდები პლეი-ოფში გავიდნენ.

უკანასკნელ ტურში შენგელიას "ბასკონიამ" სტუმრად 83:77 დაამარცხა "მონბუსი". შენგელიამ 16:15 წუთში 5 ქულა ჩააგდო (1-დან 0 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 1 პერსონალური მიიღო.

შერმადინის "უნიკახა" კი გასვლაზე დამარცხდა "ხუვენტუდთან" 78:85. გიორგიმ 9:49 წუთში 2 ქულა შესძინა თავის გუნდს (2-დან 1 ორქულიანი), 4-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი და 1 პერსონალური მიიღო.

"ბასკონია" 25 მოგებით მე-2 ადგილზე გავიდა, "უნიკახა" კი 19
მოგებით მე-7 ადგილზე და 1/4 ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან (პირველი მატჩი ვიტორიაში 27 მაისს გაიმართება). გამარჯვებული გუნდი ნახევარფინალში "ბარსელონა"-"ანდორას" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული