19 წლის დონჩიჩმა შენგელიას მხოლოდ 5 ქულით გაასწრო. ესპანური ლიგის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ქომაგები, მასმედიის წარმომადგენლები, თავად მოთამაშეები და მწვრთნელები მონაწილეობდნენ და მათი აზრით საუკეთესოებს 25 ქულას უწერდნენ, შემდეგ კი, 15, 10 და 5 ქულა მოდიოდა.
საინტერესოა, რომ კალათბურთელებმა პირველ ადგილზე
შენგელიასთვის მიმდინარე სეზონი კარიაერაშიყველაზე შედეგიანი იყო. ის ევროლიგისა და ესპანეთის ლიგის სიმბოლურ ხუთულებში მოხვდა, ხოლო ევროპაში უძლიერესად მიჩნეულ ესპანურ ლიგაში მხოლოდ დონჩიჩს ჩამორჩა. სლოვენიელი კალათბურთელის გადასწრება ურთულესი საქმე გახლდათ, რადგან საერთო აზრით, სწორედ დონჩიჩმა მოაგებინა მადრიდელებს ევროლიგა, ხოლო კარსამომდგარ ნბა-ს დრაფტში სლოვენიელს პირველ ნომრად არჩევას უწინასწარმეტყველებენ.