შენგელიას "ბასკონიამ" შერმადინის "უნიკახა" დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მეორე მატჩიც მოუგო გიორგი შერმადინის "უნიკახას" (80:64) და ნახევარფინალში გავიდა.

შენგელიამ 18:30 წუთში 8 ქულა ჩააგდო (8-დან 4 ორქულიანი, 1-დან 0 საჯარიმო), 6-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 1 პერსონალური მიიღო.

შერმადინი კი 20:25 წუთში 11 ქულით შეეწია თავის გუნდს. მან 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 4-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 2 პერსონალური მიიღო.

ნახევარფინალში "ბასკონია" "ბარსელონა"-"ანდორას" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული