გოგა ბითაძე სეზონის ბოლო მატჩში საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
18 წლის გოგა ბითაძემ სეზონი მაჟორულ ნოტზე დაასრულა. სერბეთის ჩემპიონატის V-VIII ადგილებისთვის მებრძოლი მისი “მეგა ბიმაქსი” საბოლოოდ მე-5 ადგილზე გავიდა. ბოლო შეხვედრაში ბითაძის გუნდმა “ვრაში” 83:61 დაამარცხა, ქართველი ცენტრი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

გოგა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26:24 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 11-დან 8 ორქულიანი, სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ეს
ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული