NBA. ფინალი: "გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდს" მოუგო და სერიაში დაწინაურდა, ზაზა არ ჩანს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1-ელ ივნისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს ფინალური სერიის პირველ მატჩში "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლა და ოვერტაიმში ანგარიშით 124:114 დაამარცხა.

სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს პარკეტზე გასვლის საშუალება კვლავ არ მისცემია.

შეხვედრის ძირითადი დრო 107:107 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში მასპინძლებმა 14:7 მოიგეს და სერიაში დაწინაურდნენ.

აღსანიშნავია, რომ ძირითადი დროის ბოლოს ჯორჯ ჰილმა საჯარიმო ვერ გამოიყენა, თუმცა მოხსნა ყველას ჯეი არ სმიტმა დაასწრო, მაგრამ რატომღაც არ ისროლა.

altრა გააკეთა ჯეი არ სმიტმა? - "კლივლენდის" მცველმა საკუთარი გუნდი დააღალატა [VIDEO]


აღსანიშნავია ლებრონ ჯეიმსის გარჯა, რომელმაც 51 ქულა
ჩააგდო. კევინ ლავი კი ლებრონს 21 ქულითა და 13 მოხსნით შეეწია.

უფრო გუნდური აღმოჩნდა "გოლდენ სტეიტი". სტეფ კარიმ (29), კევინ დურანტმა (26) და კლეი ტომპსონმა (24) ჯამში 79 ქულა მიითვალეს. დრეიმონდ გრინს სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა - მან 13 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა.

მომდევნო შეხვედრა 4 ივნისს, კვლავ ოკლენდში, ჩვენი დროით 04:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ზაზას შესახებ -- ასე სვენებ–სვენებით:
1. გოლდენ სტეიტის გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ბეჭედს ხომ მიიღებს
2. ხელფასის სახით მილიონებს ხომ იღებს
3. საქართველოს პოპულარიზაციას ხომ ეწევა ამერიკაში, ტოჩინოშინისა არ იყოს იაპონიაში
4. კალათბურთის პოპულარიზაციას ხომ ეწევა საქართველოში

თქვე დალოცვილებო, მეტი რა გინდათ ვეტერანისაგან, რომელიც უკვე ნაკრებშიც კი აღარ თამაშობს?! ვინმე როდესმე ამტკიცებდა, რომ ზაზა მსოფლიოში საუკეთესო ცენტრიაო??? ჯერ კიდევ ვნახოთ, იქნებდა საინტერესო სამწვრთნელო კარიერასაც გამოჰკრას ხელი! წარმატებები, ზაზა! ძალიან ბევრს გვიყვარხარ და გაფასებთ საქართველოში!!!
0
კლივლენდს თამაში წაუვიდა და მაინც წააგეს, მთელი სერიას ამ დონეზე ვერ ითამაშებენ და შესაბამისად უკვე განწირულები არიან.
კეთილი სამარიტელი
12:23 01-06-2018
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული