NBA. ფინალი: "გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდს" მოუგო და სერიაში დაწინაურდა, ზაზა არ ჩანს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
1-ელ ივნისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს ფინალური სერიის პირველ მატჩში "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლა და ოვერტაიმში ანგარიშით 124:114 დაამარცხა.

სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს პარკეტზე გასვლის საშუალება კვლავ არ მისცემია.

შეხვედრის ძირითადი დრო 107:107 დასრულდა, ხოლო ოვერტაიმში მასპინძლებმა 14:7 მოიგეს და სერიაში დაწინაურდნენ.

აღსანიშნავია, რომ ძირითადი დროის ბოლოს ჯორჯ ჰილმა საჯარიმო ვერ გამოიყენა, თუმცა მოხსნა ყველას ჯეი არ სმიტმა დაასწრო, მაგრამ რატომღაც არ ისროლა.

altრა გააკეთა ჯეი არ სმიტმა? - "კლივლენდის" მცველმა საკუთარი გუნდი დააღალატა [VIDEO]


აღსანიშნავია ლებრონ ჯეიმსის გარჯა, რომელმაც 51 ქულა
ჩააგდო. კევინ ლავი კი ლებრონს 21 ქულითა და 13 მოხსნით შეეწია.

უფრო გუნდური აღმოჩნდა "გოლდენ სტეიტი". სტეფ კარიმ (29), კევინ დურანტმა (26) და კლეი ტომპსონმა (24) ჯამში 79 ქულა მიითვალეს. დრეიმონდ გრინს სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა - მან 13 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა.

მომდევნო შეხვედრა 4 ივნისს, კვლავ ოკლენდში, ჩვენი დროით 04:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ზაზას შესახებ -- ასე სვენებ–სვენებით:
1. გოლდენ სტეიტის გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ბეჭედს ხომ მიიღებს
2. ხელფასის სახით მილიონებს ხომ იღებს
3. საქართველოს პოპულარიზაციას ხომ ეწევა ამერიკაში, ტოჩინოშინისა არ იყოს იაპონიაში
4. კალათბურთის პოპულარიზაციას ხომ ეწევა საქართველოში

თქვე დალოცვილებო, მეტი რა გინდათ ვეტერანისაგან, რომელიც უკვე ნაკრებშიც კი აღარ თამაშობს?! ვინმე როდესმე ამტკიცებდა, რომ ზაზა მსოფლიოში საუკეთესო ცენტრიაო??? ჯერ კიდევ ვნახოთ, იქნებდა საინტერესო სამწვრთნელო კარიერასაც გამოჰკრას ხელი! წარმატებები, ზაზა! ძალიან ბევრს გვიყვარხარ და გაფასებთ საქართველოში!!!
N
01 ივნისი 2018 12:39
0
თავიდან კომენტარის კითხვა რომ დავიწყე,მეგონა ესეც რაღაცას წაუკადრებს მეთქი.აგაშენებს ღმერთი.ზაზას ღვაწლი ქართული კალათბურთის წინაშე აუწონავია და ვიღაცეების ავყიობა მას ვერაფერს დააკლებს.რაც შეეხება ამ მატჩს,კლივლენდმა ფარი დიდი უპირატესობით მოიგო და კევინ ლავი რომ ჰყოლოდა,ალბათ გაიმარჯვებდა კიდეც.ლებრონი ხომ ბოლოს ძალიან გადაიღალა.გოლდენ სტეიტმა კი ეტყობა საბოლოოდ უარი თქვა ცენტრებით თამაშზე.მაგარი ავანტიურაა და შეიძლება ძვირადაც დაუჯდეთ,მით უმეტეს რომ სამქულიანებში საკმაოდ გაუფუჭდათ ჩაგდების პროცენტი და საერთოდაც,გუნდი შარშანდელივით მძლავრად ვეღარ გამოიყურება.რა თქმა უნდა გოლდენ სტეიტს ვგულშემატკივრობ,მაგრამ ლებრონის კალიბრის ლიდერი მეომრებში,ამ სეზონში არავინ ჩანს და ამან შეიძლება შედეგზე გავლენა იქონიოს.
სოსო
02 ივნისი 2018 21:51
0
კლივლენდს თამაში წაუვიდა და მაინც წააგეს, მთელი სერიას ამ დონეზე ვერ ითამაშებენ და შესაბამისად უკვე განწირულები არიან.
კეთილი სამარიტელი
01 ივნისი 2018 12:23
1
რომ ჩანდა ხო რას ამბობ, მარტო იგებდა თამაშებს.
ნათია
01 ივნისი 2018 11:58
12
კიდევ კარგი
gio
01 ივნისი 2018 11:56
6
Maxsovs, wina wels golden steitis yoveli tamashis shemdeg auarebe komentari ideboda zazaze, dziritadad dadebiti. Tqva tu ara, nakrebidan mivdivaro, yvelam movidzulet. Zugiertebma chorebi aagores, nakrebshi ganxetqileba sheitanao, ogond konkretuli faqtebi aravis dausaxelebia. Magram chirqi xom moscxes zazas. Exla Yvelam sakutar tavs vkitxot, sindisi xom ar unda gvawuxebdes cotati aseti umadurobistvis. Zazas chveni sheqebit an gakicxvit arc rame sheemateba da arc daakldeba. Magram viswavlot qartvelebma ertmanetis dafaseba. Da ilia chavchavadzis natqvamia: isetma furma unda damwixlos chemsaze mets rom iwvelebao
giorgi
02 ივნისი 2018 19:34
1

სიახლეები პოპულარული