thesportster: NBA-ში ზაზა ფაჩულიას კარიერა დასასრულს მიუახლოვდა

AutoSharing Option
პორტალი thesportster-ი იუწყება, რომ მომავალ სეზონში NBA-ს 10 ვეტერანი კალათბურთელი დატოვებს და მათ ახალგაზრდები შეცვლიან. წამსვლელთა შორის "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრალური თავდამსხმელი ზაზა ფაჩულია სახელდება:

"გოლდენ სტეიტი" ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში, გასულ სეზონში და ამ სეზონის პლეი-ოფებამდე ზაზა სასტარტო ცენტრი იყო, მაგრამ მომავალ სეზონში ის გუნდს დატოვებს.

შარშანდელი კონფერენციის ფინალში ფაჩულია კავაი ლეონარდს შეეჯახა, ლეონარდმა მძიმე ტრავმა მიიღო და სერიის დარჩენილი მატჩების გამოტოვება მოუწია. ამის გამო წესებში ცვლილება შეიტანეს და სასჯელი გა
ამკაცრეს.

ზაზა წინა სეზონში მატჩში საშუალოდ 6.1 ქულას აკეთებდა, ამ სეზონში კი - 5.4 ქულას. უნდა ვაღიაროთ, ის ძირითადი ცენტრი იმიტომ გახდა, რომ ვეტერანის კონტრაქტს დათანხმდა. 2016 წელს "უორიორსმა" კევინ დიურანტი შეიძინა და უფრო დიდ ხელფასს ცენტრს ვერ გადაუხდიდა.

უკანასკნელ 2 სეზონში დიდი გამოცდილება შეიძინეს ახალგაზრდებმა და ფაჩულიას კარიერა გუნდში და NBA-ში დასასრულს მიუახლოვდა.

ფაჩულია უკვე გუნდისთვის ძველებურად სასარგებლო არაა, მხოლოდ დაცვაში ფარქვეშ დამაჯერებლად თამაშობს და მოხსნებში კარგია.

ლიგაში უკვე ბევრი გუნდი თამაშობს მძიმე ცენტრის გარეშე, ჯორდან ბელი ფიზიკურად ძლიერია, ფლანგზეც შეუძლია თამაში და მართალია, ტრავმის გამო ბევრი გაუცდა, თუმცა გუნდის მომავალი ძირითადი ცენტრია".
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
ზაზა ჩვენი სიამაყეა!!!
დანარჩენი ილაპარაკონ რამდენიც უნდა!!
saakadze
10:20 08-06-2018
1
ტიპს ნბა-ს ორი ბეჭედი ექნება და არ დაიწყოთ ეხლა დაუმსახურებლადო,თუარ ეკუთნის პლანეტის ერთ -ერთი საუკეთესო გუნდი ლამაზი თვალების გამო არ ათამაშებს,დაბალი ხელფასიო ზოგი ამბობს,საერთოდ არ აიყვანდნენ ვესტი და მაგკი ხო ყავდათ.ზაზამ თავისი როლი შეასრულა ჩემპიონობაში.არ მესმის იმ ჩასაფრებული ქართველების ფაჩულიას რო დასცინიან,ბევრი გვყავს ესეთი სპორტსმენი?ან ველოდებით კიდე რო უახლოეს მომავალში გვეყოლება?ვიამაყოთ და გვერდში დავუდგეთ ესაა ჩვენი მისია.
ბექა
11:30 08-06-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული