"ბარსელონამ" "ბასკონიას" სერიაში სხვაობა შეუმცირა. შენგელიამ 11 ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალის მესამე მატჩში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 67:65 დაამარცხა თორნიკე შენგელიას "ბასკონია" და სერიაში სხვაობა შეამცირა 1:2.

მატჩი მეტად დაძაბული, საინტერესო და ამავ დროს დაბალქულიანი გამოდგა. თითქმის მთელი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, ბოლოს შეტევაზე შენგელია წავიდა და რომ ჩაეგდო ბურთი, მისი გუნდი ამ თამაშსაც იგებდა და შესაბამისად სერიასაც, მაგრამ სამწუხაროდ ბურთი დაკარგა.

მან 23:06 წუთში 11 ქულა ჩააგდო (9-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი), 5-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ ჩაჭრა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ დაუფარეს ბურთზე, 2
პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12 იყო.

თავის გუნდში ის ყველაზე შედეგიანი იყო, ხოლო მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 15 ქულით "ბარსელონას" ცენტრი ანტე ტომიჩი გახლდათ, რომელიც MVP გახდა.

სერიის მეოთხე მატჩი 10 ივნისს ბარსელონაში ჩატარდება და თუ მასპინძლებმა გაიმარჯვეს, მეხუთე შეხვედრა ვიტორიაში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული