ესპანური პრესა შენგელიას აქებს - რას მოუხერხებს თოკო უძლეველ "რეალს"? [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანური წამყვანი სპორტული გამოცემები პლეი-ოფის მეოთხე მატჩში "ბასკონიას" მიერ სტუმრად "ბარსელონას" დამარცხებაში (88:82) თორნიკე შენგელიას დამსახურებას აღნიშნავენ.

"მარკა":"უდაძაბულეს მატჩში ბასკურმა გუნდმა დამატებით დროში გაიმარჯვა და ფინალში საუცხოო ფორმაში მყოფ "რეალს" ხვდება. ამ შეხვედრაში გამორჩეული და შუჩერებელი იყო თოკო შენგელია, რომელმაც 22 ქულა ჩააგდო და 7-ჯერ მოხსნა ბურთი".

as:"საოცარი თამაში იყო, ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე "ბასკონია", რომელსაც წინ მისი კაპიტანი შენგელია მიუძღოდა, 11 ქულით იგებდა, მაგრამ შემდეგ "ბარსამ" ანგარიშის გათანაბრება და მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა მოახერხა, სადაც სტუმრებმა იმარჯვეს".

ყველა
დიდი ინტერესით ელოდება ფინალს, რომლის პირველი მატჩი 13 ივნისს გაიმართება.

გთავაზობთ დღევანდელი თამაშის დამატებითი დროის ვიდეოჩანაწერს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული