გოგა ბითძემ ნბა-ს დრაფტიდან კანდიდატურა მოხსნა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრი გოგა ბითაძე 2018 წლის დრაფტში მონაწილეობას არ მიიღებს. აგენტთან შეთანხმებით 211 სმ სიმაღლის ქართველმა წინახაზელმა კანდიდატურა მოხსნა.

შეგახსენებთ, ისევე როგორც სხვა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა, გოგამაც რამდენიმე თვის წინ დააყენა კანდიდატურა დრაფტზე. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდებს საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ დაკვირვებოდნენ ქართველის გარჯას სერბეთის ჩემპიონატზე და ადრიატიკის ლიგაზე.

იგი წინასადრაფტო ვარჯიშებზეც იყო მიწვეული, მაგრამ… საბოლოოდ გოგამ და მისმა აგენტმა წლევანდელი დრაფტიდან კანდიდატურის მოხსნა გადაწყვიტეს. იგი კიდევ უფრო მომზადებული შეხვდება 2019 წლის დრაფტს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
სწორი გადაწყვეტილებაა, ჯერ უნდა მიიღოს საჭირო გამოცდილება, ჩამოყალიბდეს სტაბილურ მოთამაშედ და შემდეგ გადადგას ეს ნაბიჯი. ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ რაც მოგვცა ამის მაგალითები გვაქვს. წარმატებები გოგას.
გიზოგ
10:28 12-06-2018
0
ჭკვიანი ბიჭია, და ეტყობა მრჩევლებიც ჭკვიანი ყავს, დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონი ისეთი წარმატებული იქნება გოგასთვის, რო მეორე წრეზე კი არა პირველ წრეზე აირჩევენ! ოღონს ნაკრებშიც უნდა გამოიჩინოს თავი და ქართველები გაგვახაროს! :)
ქუთაისელი
10:02 12-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული