ამერიკელი ჟურნალისტი: ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დატოვებს და შესაძლოა, კარიერაც დაასრულოს

AutoSharing Option
გადაწყვეტილია, რომ ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი და "უორიორსის" ახალი ამბების მიმომხილველი ენტონი სლეიტერი ავრცელებს.

უფრო მეტიც, ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ქართველმა ცენტრმა შესაძლოა, სულაც კარიერა დაასრულოს, თუმცა, თუ ეს არ გააკეთა, ის "გოლდენ სტეიტის" რიგებში არცერთ ვარიანტში აღარ იასპარეზებს.

34 წლის ფაჩულიამ გასულ სეზონში 69 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 57 ძირითად ხუთეულში დაიწყო.

ის საშუალოდ 5,4 ქულას, 4,7 მოხსნასა და 1,6 შედეგიან გადაცემას აკეთებდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ცენტრმა NBA
-ს ჩემპიონობა ზედიზედ მეორე სეზონში მოიპოვა.

altზედიზედ მეორედ! - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია! [VIDEO]

altროგორ აღნიშნა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს ჩემპიონობა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოჩაღ ზაზა! რაც მთავარია მიზანი მიღწეულია, გილოცავთ მთელი სულით და გულით, ზაზას პირველ რიგში და შემდეგ სრულიად საქართველოს! ეპოქალური მომენტია, ისტორია დაიწერა. ეხლა ჩემი აზრით სრულიად მშვიდად შეუძლია გადავიდეს ასოციაციის ნებისმიერ უამბიციო კლუბში ან ევროპაშიც არ იქნებოდა ცუდი, მაგალითად ესპანეთში, ეს ჩემი მოკრძალებული აზრია :)
3
ამ ამერიკელმა ჟურნალისტებმა ჯობია ერთი ადგლი დააყენონ. ზაზას თქვენი ჭკუის სწავლება არ სჭირდება.
გიგა
12:58 12-06-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული