თორნიკე შენგელია: მადრიდის "რეალს" სერია უნდა მოვუგოთ

AutoSharing Option
"ბასკონიას" ლიდერმა თორნიკე შენგელიამ მადრიდის "რეალთან" (94:90) ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"როგორც ველოდით, რთული მატჩი იყო. "რეალის" წინააღმდეგ მადრიდში თამაში ძნელია. მათ საფინალო სირენამდე იბრძოლეს. ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ და სერიაში უნდა გავიმარჯვოთ.

დაცვაში საუკეთესოდ არ გვითამაშია. შემდეგი შეხვედრისთვის შეცდომები უნდა გამოვასწოროთ. მატჩის დასასრული კარგად ჩავატარეთ".

alt"ბასკონიამ" მადრიდში "რეალს" სძლია, შენგელიამ 12 ქულა ჩააგდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
თამაშის ლინკი რომ დადოთ არ შეგიძლიათ?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული