eurohoops.net: თორნიკე შენგელია NBA-ში არ დაბრუნდება - "ბასკონიას" მეგა კონტრაქტზე შეუთანხმდა

AutoSharing Option
eurohoops.net-ის ჟურნალისტი ნიკოს ვარლასი იტყობინება, რომ "ბასკონიამ" თავის ისტორიაში კალათბურთელს საუკეთესო პირობების ხელშეკრულება შესთავაზა - გუნდის კაპიტანს თორნიკე შენგელიას და ის დათანხმდა.

მოკლედ, თორნიკემ NBA-ში დაბრუნება არ ისურვა და "ბასკონიასთან" კონტრაქტს 2022 წლამდე გააგრძელებს.

გამოცემის მტკიცებით, ის ევროლიგის კლუბებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

თორნიკე "ბასკონიაში" 2014 წელს გადავიდა, გასულ სეზონში კი საშუალოდ მატჩში 13.7 ქულას აგდებდა, 6.6-ჯერ ხსნიდა ბურთს და 2.2 შედეგიან გადაცემას აკეთებდა.

altFiba-მ თორნიკე შენგელიას ვიდეო მიუძღვნა [VIDEO]

altშენგელიას კოკოშკოვი "ფინიქს სანში" ეპატიჟება. NBA-ში დასაბრუნებლად მას 275

ათასის გადახდა მოუწევს



მკითხველის კომენტარები / 7 /
კიდევ ერთი მაგარი სეზონი და NBA-ის გრანდები თავისით მოცუნცულდებიან :)
....
01 აგვისტო 2018 18:56
1
თვითონ იცის რა სად როგორ უნდა. დურანტი გოლდენ სტეიტში გადავიდა გულშემატკივრების კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა და იცით საპასუხოდ რა უთხრა პრსკონფერენციაზე გულშემატკივრებს ?? თქვენთვისო კალათბურთი არისო გართობა და ლამაზი თამაშის ყურება ლუდით ხელში როცა თქვენს სამსახურებიდან დაბრუნებულები დარბაზში მოდიხართ იმისთვის რომ სიამოვნება მიიღოთო და ლამაზ თამაშს ადევნოთ თვალყურიო და ჩემთვის კალათბურთი არისო მთელი ჩემი ცხოვრება, სამსახური, რომელიც მე ანაზღაურებას ვიღებ რომ ვიარსებო, ასე რომ როგორც მე ჩემ მდგომარეობას გააუმჯობესებს იქ ვითამაშებო ..... ვეთანხმები სრულიად დურანტის სიტყვებს და თოკოსაც სადაც უფრო მეტ სარგებელს ნახავს იქ იქნება ესაა 2 ჯერ 2 არის 4
reali
01 აგვისტო 2018 16:21
2
არ მგონია ეს ამბავი მთლად ასე რომ იყოს, ბასკონიას მეგა კონტრაქტი არ გაიშვას რაა. ნ.ბ.ა.-ში რა ისეთ ხურდა ფულზე გადადიოდა,რომ აქ ამჯობინა? ეს იმ ამბებს გავს აბაზიანი გაზეტები რომ წერდნენ ხოლმე, ჩვენი ფეხბურთელების ვითომ რაღაც სასწაულ თამაშზე და აღმოჩნდებოდა, რომ ხან არ თამაშობდა და ხანაც ინტერვიუ საერთოდ არც კი იყო შემდგარი
ვასილიჩი
01 აგვისტო 2018 16:07
3
სწორი გადაწყვვეტილებაა, ვერ გაქაჩავს ნბა-ში.
ბიძა
01 აგვისტო 2018 11:40
6
ეს კაცი ყველგან გაქაჩავს! გადაწყვეტილება სწორი მიიღო!
gio
01 აგვისტო 2018 13:52
5
სწორადაც მოქცეულა, NBA-ში სკამზე ჯდომას (არადა არავისზე არაფრით ნაკლებია) ჯობია ბასკონიას უკაპიტნოს და ულიდეროს
გულშემატკივარი
01 აგვისტო 2018 10:40
4
არაა კარგი ამბავი,უკეთეს გუნდში მაინც გადასულიყო ევროპაში.
zas.
01 აგვისტო 2018 10:08
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული