თორნიკე შენგელია: მსურს, რომ რაიმე ტიტული მოვიგოთ და ვფიქრობ, ჩვენი გულშემატკივრები ამას იმსახურებენ

AutoSharing Option
"ბასკონიასთან" კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ კომენტარი ვიტორიული კლუბის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა შრომითი ხელშეკრულება 2022 წლამდე გაახანგრძლივა, რითაც ის ევროლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, NBA-ს გუნდის ვარიანტის შემთხვევაში, შენგელიას წასვლა შეეძლება.

"ჩემი ოჯახი ამ ქალაქში ძალიან ბედნიერია და თავს როგორც საკუთარ სახლში, ისე ვგრძნობ.

ყოველწლიურად ვცდილობ, რომ თამაში სულ უფრო დავხვეწო და როგორც პარკეტზე, ასევე გასახდელში, ნამდვილი ლიდერი ვიყო".

თოკომ ასევე ისაუბრა ევროლიგის ოთხთა ფინალზე, რომელიც ვიტორიაში გაიმართება.

"ჩვენთვის ფინალური ოთხეულის ვიტორიაში
ჩატარენა დამატებითი მოტივაციაა და წნეხს არ ვგრძნობთ.

იმედი მაქვს, ოცნებას ავისრულებთ და საკუთარ პარკეტზე ოთხთა ფინალში მოვხვდებით.

შენი პირადი მიზნები გვერდზე უნდა გადადო და მთლიანად გუნდზე იფიქრო. ყოველ წელს ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ ტურნირზე რაც შეიძლება შორს გავიდეთ.

მსურს, რომ რაიმე ტიტული მოვიგოთ და ვფიქრობ, ჩვენი გულშემატკივრები ამას იმსახურებენ.

გასახდელში ყველამ იცის, რომ ეს ჩვენი მთავარი მიზანია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - აღნიშნა შენგელიამ.

altთორნიკე შენგელიამ "ბასკონიასთან" კონტრაქტი ოფიციალურად გაახანგრძლივა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული