თორნიკე შენგელიამ ჯომარდობა დაიწყო - "პარტიზანს" კი 27 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა "ბასკონია", გუნდი შეიკრიბა, კალათბურთელები ბილიარდის თამაშით იქცევენ თავს, ჯომარდობაშიც შეეჯიბრენ ერთმანეთს და ძალიანაც იხალისეს თავიანთ კაპიტანთან თორნიკე შენგელიასთან ერთად.

"ბასკონიამ" ამხანაგური მატჩიც ჩაატარა არაგონის ქალაქ მონსონში ბელგრადის "პარტიზანთან" და 91:54 გაანადგურა. შენგელიამ 25:41 წუთში 27 ქულა ჩააგდო, 8-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 38 იყო. მოკლედ, ორივე გუნდიდან საუკეთესო გახლდათ.

Sportall.Ge


თორნიკეს შემდეგ ამ მატჩში ყველაზე შედეგიანები მისი თანაგუნდელები შავონ შილდსი (16 ქულა), ლუკა ვილდოზა (14) და იოჰანეს ვოიგტმანი (12) იყვნენ.

"ბასკონიას" ამერიკელ ლეგიონერს მეტ ჯენინგს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ვინაიდან თბილისშია და საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს.

"ბასკონია" მოსამზადებელი ციკლის გასაგრძელებლად დღეს ტარაგონაში გაემგზავრება, სადაც ორ სპარინგს გამართავს და ალბათ, ამის შემდეგ გამოემგზავრება თორნიკე საქართველოს ნაკრებში.

 

altსაქართველოს ნაკრებში ჩამოსვლამდე გოგა ბითაძემ "ბუდუჩნოსტთან" ორმაგი დუბლი შეასრულა

altმეტ ჯენინგმა საქართველოს პასპორტი აიღო - ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული