19 წლის გოგა ბითაძემ რუსულ "სპარტაკ პრიმორიეს" 17 ქულა ჩაუგდო, ქართველი ლეგიონერის გუნდმა "მეგა ბიმაქსმა" კი მეტოქე 105:78 გაანადგურა. ეს გახლდათ სერბული კლუბის ბოლო მოსამზადებელი მატჩი სეზონის გახსნამდე.
ბითაძემ მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 17 ქულასთან ერთად ქართველის ანგარიშზე 7 მოხსნა და 4 დაფარება დაგროვდა.
გოგა ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 29 ერთეული შეადგინა და ეს მაჩვენებელი მატჩში საუკეთესო იყო.
"მეგა ბიმაქსი" ადრიატიკის ლიგის სასტარტო შეხვედრას 30 სექტემბერს ჩაატარებს, როდესაც ბოსნია-ჰერცეგოვინას ესტუმრება და "იგოკეას" გაეჯიბრება.