გოგა ბითაძემ რუსულ "სპარტაკ პრიმორიეს" 17 ქულა ჩაუგდო და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა

AutoSharing Option
19 წლის გოგა ბითაძემ რუსულ "სპარტაკ პრიმორიეს" 17 ქულა ჩაუგდო, ქართველი ლეგიონერის გუნდმა "მეგა ბიმაქსმა" კი მეტოქე 105:78 გაანადგურა. ეს გახლდათ სერბული კლუბის ბოლო  მოსამზადებელი მატჩი სეზონის გახსნამდე.

ბითაძემ მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 17 ქულასთან ერთად ქართველის ანგარიშზე 7 მოხსნა და 4 დაფარება დაგროვდა.

გოგა ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 29 ერთეული შეადგინა და ეს მაჩვენებელი მატჩში საუკეთესო იყო.

"მეგა ბიმაქსი" ადრიატიკის ლიგის სასტარტო შეხვედრას 30 სექტემბერს ჩაატარებს, როდესაც ბოსნია-ჰერცეგოვინას ესტუმრება და "იგოკეას" გაეჯიბრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული