"სან ანტონიომ" ზაზა ფაჩულიას გარეშე მყოფი "დეტროიტი" დამაჯერებლად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს 6 ოქტომბერს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" "სან ანტონიო სპურს" ესტუმრა და ანგარიშით 93:117 დამარცხდა.

ზაზა როგორც დეტროიტის საიტი იტყობინება, გუნდთან ერთად პირადი მიზეზების გამო არ იმყოფებოდა.

დეტროიტელთა შემადგენლობაში ყველაზე მეტი 18 ქულა და 10 მოხსნა ანდრე დრამონდმა მოაგროვა.

"სპურსის" შემადგენლობაში საინტერესო იყო დემარ დეროზანის ხილვა, რომელმაც კავაი ლეონარდი შეცვალა, ხოლო ავაი დემარის ნაცვლად "ტორონტოში" გადავდა. დეროზანმა 20 წუთამდე ითამაშა და მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა. "სან ანტონიო" გუნდურად ბრწყინვალედ გაისარჯა. დეიონტე მიურეიმ 16 ქულა ჩააგდო 11 მოხსნა მოაგროვა, ლამარკუს
ოლდრიჯმა 14 ქულა მოიპოვა, პოლ გასოლმა 13, მარკო ბელინელიმ 12.

ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მოსამზადებელ მატჩს შინ "ბრუკლინ ნეთსთან" 9 ოქტომბერს ჩვენი დროით 03:00 საათზე გამართავს.

altზაზა ფაჩულიამ საკალათბურთო კლუბი თბილისის "დინამო" იყიდა

altზაზა ფაჩულიამ "დეტროიტში" დებიუტი 10 ქულით აღნიშნა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
და, რომ ეთამაშა ზაზას, ანგარიში საპირისპიროდ შეიცვლებოდა?
"რიგითი გულშემატკივარი"
23:36 06-10-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული