Detroit Free Press: ზაზა ფაჩულია ის მოთამაშეა, რომელიც პლეი-ოფში მონაწილე გუნდს სჭირდება

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას წარმატებული დებიუტი ჰქონდა "დეტროიტის" შემადგენლობაში. მისმა გუნდმა "ბრუკლინი" 103:100 დაამარცხა, ქართველი კი გუნდს 6 ქულით, 7 მოხსნით, 4 პასით და 2 ჩაჭრით დაეხმარა.

Detroit Free Press-ი ამ გამარჯვებაზე საუბრისას ყურადღებას ზაზა ფაჩულიას როლზეც ამახვილებს.

"ცენტრი ზაზა ფაჩულია იმ ტიპის მოთამაშეა, როგორიც პლეი-ოფში მოთამაშე გუნდს სჭირდება. ის სროლაზე არ ფიქრობს. ის ხვდება, საით უნდა წავიდეს ბურთი და ხანდახან ამისთვის იდაყვსაც იყენებს. ის ფარის ქვეშ შესანიშნავად არჩევს პოზიციას. ამიტომ ბურთის მოხსნის დროს ხშირად ახტომაც არ უწევს.

როცა პირველ მეოთხედში "დეტროიტს"
ბურთის ჩაგდება უჭირდა, ფაჩულია პარკეტზე შევიდა და გლენ რობინსონს და ლანგსტონ გალოვეის სივრცე გაუთავისუფლა" - ვკითხულობთ Detroit Free Press-ზე.

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" 21 ოქტომბერს "ჩიკაგოს" დაუპირისპირდება.

altზაზა ფაჩულიამ ოფიციალური დებიუტი 6 ქულით აღნიშნა, "დეტროიტმა" კი მოიგო! [VIDEO]

altზაზა ფაჩულიამ 10 წუთი ითამაშა, "დეტროიტმა" "კლივლენდს" მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული