გოგა ბითაძემ "პეტროლ ოლიმპიას" 17 ქულა ჩაუგდო და "მეგა ბემაქსმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ადრიატიკის ლიგის მე-4 ტურში გოგა ბითაძის "მეგა ბემაქსმა" საკუთარ მოედანზე სლოვენიის "პეტროლ ოლიმპია" 81:77 დაამარცხა.

სტუმრები მესამე მეოთხედის შემდეგ 7 ქულით იყვნენ წინ, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება და დამატებით დროში გამარჯვების მოპოვება შეძლეს.

ბითაძემ 27:12 წუთში 17 ქულა ჩააგდო (10-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 3-ჯერ დაუფარა მეტოქეს და ოვერტაიმში მეხუთე პერსონალური მიიღო. გოგაზე უფრო შედეგიანი 18 ქულით მისი თანაგუდელი ნიკოლა მიშკოვიჩი იყო, ხოლო ყველაზე მეტი, 19 ქულა "პეტროლ ოლიმპიას" კალათბურთელმა მიხა
ლაპორნიკმა ჩააგდო.

"მეგა ბემაქსმა" გათამაშების სტარტზე ოთხივე შეხვედრა მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული