"დეტროიტის" მრჩეველი: ზაზა ის მოთამაშეა, ვისაც ნებისმიერი გუნდი ისურვებდა

AutoSharing Option
ვეტერანი კალათბურთელი და "დეტროიტ პისტონსის" მთავარი მრჩეველი ედ სტეფანსკი მისი გუნდის მოთამაშეების შესახებ NBA-ს ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.

ყოფილმა კალათბურთელმა, სხვა მოთამაშეებთან ერთად, ზაზა ფაჩულიას შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ზაზა ფაჩულია ისეთი მოთამაშეა, ვის ყოლასაც ნებისმიერი გუნდი ისურვებდა.

"ფაჩულია ჩემპიონი "გოლდენ სტეიტიდან" მოდის. ის ძლიერი და უდრეკია. კევინ დურანტმა მასზე თქვა, რომ როცა ის ბლოკს აყენებს, მთლიანად თავისუფალი ხარ. ზაზა პროფესიონალია, რომელიც მწვრთნელს გასახდელშიც ეხმარება. ის ზუსტად ისეთი მოთამაშეა, როგორსაც ნებისმიერი ისურვებდა." - განაცხადა ედ სტეფანსკიმ.

ზაზა ფაჩულია "დეტროიტში" "გოლდენ
სტეიტიდან" მიმდინარე სეზონში გადაბარგდა.

"პისტონსს" სეზონის სტარტზე ჩატარებულ ორ მატჩში ორი გამარჯვება აქვს.

altზაზა ფაჩულიამ 23 წუთი ითამაშა - "დეტროიტმა" "ჩიგაკოსაც" სძლია [VIDEO]

altDetroit Free Press: ზაზა ფაჩულია ის მოთამაშეა, რომელიც პლეი-ოფში მონაწილე გუნდს სჭირდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული