ადრიატიკის ლიგის მე-7 ტურში გოგა ბითაძის "მეგა ბემაქსი" მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო ხორვატიაში "ზადართან", ზედ საფინალო სასტვენის წინ კი წინ გაიჭრა და გამარჯვება მოიპოვა.
რა თქმა უნდა, პარკეტზე ისევ საუკეთესო გახლდათ სტუმართა გუნდის ცენტრი გოგა ბითაძე, რომელმაც 26:01 წუთში 13 ქულა ჩააგდო (5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 0 სმქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 11-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი, 3-ჯერ დაუფარა მეტოქეს, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 24 იყო და მატჩის MVP გახდა.
"მეგა ბემაქსმა" ტურნირზე 7-დან 6 შეხვედრა მოიგო და შემდეგ ტურში, 18
ნოემბერს სლოვენიაში კრკა-ს შეხვდება.