საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ტედ მაკფადენმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში სტუმრად "ბურგოსს" 20 ქულა ჩაუგდო. ის მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო.
მაკფადენს ტენერიფეს "იბეროსტარის" თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და 68:79 დამარცხდნენ.
მან 29:25 წუთში 3-დან 1 ორქულიანი და 13-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, 2-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
"ტენერიფე" 6 მოგებით მე-5 ადგილზეა და 9 დეკემბერს გასვლაზე "ბარსელონას" შეხვდება.