ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურში "იბეროსტარმა" ჩეხეთში უპრობლემოდ სძლია "ოპავას" 92:70.
თანაგუნდელ სებასტიან საიზთან ერთად ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების ტენერიფელი კალათბურთელი ტედ მაკფადენი იყო, რომელმაც 22 წუთში 19 ქულა ჩააგდო ( 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა ბურთი, 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 20 იყო.
"იბეროსტარმა" 6-დან 6 მატჩი მოიგო და 21 ნოემბერს პაოკ-ს მასპინძლობს.
მაკფადენმა "ვენეციას" 21 ქულა