ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 3 ქულა დააკლდა! - "დეტროიტმა" "სანსს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
26 ნოემბერს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და ანგარიშით 118:107 დაამარცხა.

ქართველმა ცენტრმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე საბოლოო ჯამში 12:56 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 7 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.

ზაზამ 3-დან ერთი ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

ზაზა ფაჩულიას მომენტები "ფინიქს სანსთან"

რაც შეეხება მატჩს, ყველაზე მეტი, 37 ქულა სტუმრების ლიდერმა დევინ ბუკერმა ჩააგდო.

მასპინძლებიდან კი ბლეიკ გრიფინმა და
ანდრე დრამონდმა ორმაგი დუბლები შეასრულეს. გრიფინმა 16 ქულას 11 პასი მიამატა, ხოლო დრამონდმა 19 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა.

დეტროიტი - სანსი 118:107

ამ მოგების შემდეგ "დეტროიტს" 10 გამარჯვება მოუგროვდა 7 მარცხის წილ და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.

მორიგ მატჩში ზაზა ფაჩულიას გუნდი 28 ნოემბერს, შინ "ნიუ იორკ ნიქსს", ჩვენი დროით 04:00 საათზე უმასპინძლებს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

პორტლენდი-კლიპერსი 100:104
საკრამენტო-იუტა 112:133
ატლანტა-შარლოტი 124:123
ბრუკლინი-ფილადელფია 125:127
მემფისი-ნიუ იორკი 98:103
ტორონტო-მაიამი 125:115
ლეიკერსი-ორლანდო 104:108
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღა დროს ფაჩულიაა )))
მიშა
14:44 26-11-2018
11

სიახლეები პოპულარული