გოგა ბითაძემ 23 ქულა ჩააგდო და "ბუდუჩნოსტთან" მატჩის MVP გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მართალია, გოგა ბითაძის "მეგა ბემაქსი" ადრიატიკის ლიგის მე-10 ტურში პოდგორიცაში "ბუდუჩნოსტთან" დაძაბულ ბრძოლაში 85:91 დამარცხდა, მაგრამ ქართველ გულშემატკივარს, ბუნებრივია, ჩვენი ლეგიონერის თამაში უფრო აინტერესებს.

ბითაძე კი ისევ საუკეთესო გახლდათ: 31:41 წუთში 23 ქულა ( 14-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება მიითვალა.

გოგამ 5 პერსონალურის მიღების გამო 2 წუთით ადრე დატოვა პარკეტი, როდესაც მისი გუნდი 2 ქულით წინ იყო, თორემ ალბათ, მეტადაც შეეწეოდა თავის გუნდს და შესაძლოა,
არც წაეგოთ.

ის ყველაზე შედეგიანი იყო და 23-იანი სარგებლიანობის კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

"მეგა ბემაქსი" 7 მოგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობა მეგას, მაგრამ მისი ადგილი სხვა, ბევრად უფრო დიდ გუნდშია.
ბბბ
11 დეკემბერი 2018 14:52
0
მეორე ტაიმში მაგრა უაზროდ ითამაშა.რამდენჯერმე ბურთი დაკარგა,ჯარიმები მაზა,უაზრო ჯარიმები აიკიდა,ტექნიკურიც.ფაქტიურადწაგებაში დიდი როლი ითამაშა
ბასა
11 დეკემბერი 2018 14:09
11
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული